რეზონანსი
05.02.2023

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან" ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაზე ისაუბრა. პარლამენტს თავმჯდომარის თქმით, ობიექტური შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის და ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც პრეტენზიას უნდა უყენებდნენ ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ საქართველოს ეს სტატუსი რაც შეიძლება მალე მიანიჭონ.

მან ასევე ევროკომისიის შეფასებაზე ოპოზიციის ნაწილის რეაქცია შეაფასა და გაიხსენა რა განცხადებები კეთდებოდა მაშინ როდესაც ქვეყანამ კითხვარი მიიღო.

„როდესაც კითხვარი გადმოგვეცა, მთელი კამპანია იყო აწეული. ოპოზიცია ამბობდა: „გასაჯაროვდეს კითხვარი, ჩვენ უნდა შევავსოთ, არ ვენდობით ხელისუფლებას, რომ ის კარგად შეავსებს კითხვარს". შემდეგ, გახსოვთ, რომ შევსებული კითხვარის ყდასაც იწუნებდნენ. ვნახეთ, რამდენად უსაფუძვლო იყო ის პანიკა, ვინაიდან სწორად ამ კითხვარის საფუძველზე ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ლიდერობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფუნდამენტალურ სფეროებში ჩვენი ქვეყანა საქართველო-უკრაინა- მოლდოვას სამეულში ლიდერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×