რეზონანსი
05.02.2023

რასაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ტირაჟირებენ, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს, საქართველოს არაფერი გაუკეთებია, საქართველოს აქვს ნაკლები პროგრესი ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მან რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „იმედის კვირასთან" შეაფასა.

„სამწუხაროდ, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და გარკვეული ძალების მხრიდან ხდება საქართველოს ინტერესების იმდენად დაზიანება, რომ ჩვენ თუ მარტო სათაურებს ვნახავთ, რასაც ისინი ტირაჟირებენ სხვადასხვა ქვეყანაში, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს, საქართველოს არაფერი გაუკეთებია, საქართველოს აქვს ნაკლები პროგრესი ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, ან საქართველო რაღაცით უკანაა ამ ქვეყნებთან მიმართებაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ქართული ოპოზიციის ნაწილი: სერგი კაპანაძე, თორნიკე გორდაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, შვედეთში იმყოფებოდნენ, სადაც მაკა ბოჭორიშვილი მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრები ოპოზიციას ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით აჰქონდათ, თუმცა მმართველი გუნდისგან მათი პათოსი განსხვავებული იყო. ოპოზიციონერების მტკიცებით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელშესახებს არაფერს აკეთებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×