რეზონანსი
06.02.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" გაურკვეველი ვითარებაა, ამას დაშლის პროცესი ჰქვია - ხაბეიშვილი კეზერაშვილის მარიონეტია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოლიტიკური წმენდის გადაწყვეტილება ხაბეიშვილს არ ეკუთვნის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტსაბჭოდან გაუშვეს ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ხაბეიშვილის იდეებს, მოსაზრებებს, პოზიციას. შიდა დემოკრატიაზე აქ ლაპარაკი არ არის, ადამიანები დაასახელეს პოლიტსაბჭოს წევრებად მათთან შეუთანხმებლად. ზოგადად, შიგნით, პოლიტიკურ გუნდში, თუ შეიძლება ამას გუნდი ეწოდოს, გაურკვეველი ვითარებაა და ამას დაშლის პროცესი ჰქვია.

რეალურად ყველა ხედავს რაც ხდება, ხაბეიშვილი თავის გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სრულად დამოკიდებულია ადამიანებზე ვინც ფინანსურად ეხმარება, კეზერაშვილს გუშინ ლანძღავდა და როგორც ოლიგარქს და კორუმპირებულს მოიხსენიებდა, დღეს კი წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა მის მარიონეტს. თუკი პოლიტიკური პარტიის წმენდაზე გვაქვს საუბარი, ეს ხაბეიშვილის გადაწყვეტილება არ არის, ეს იმ ადამიანების გადაწყვეტილებაა, ვინც ამ პროცესებს მართავს და სურს ხელისუფლების სათავეში მოვიდეს გარკვეული დროის შემდეგ და არა არჩევნებით, არამედ იმ პროცესით, რომელსაც უნდათ, რომ ხაბეიშვილი ჩაუდგეს სათავეში და ეს არის რევოლუციური სურათი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×