რეზონანსი
06.02.2023

როგორც სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც.

მისივე თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა, არასასურველი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ქუჩაში გამოსვლის დაანონსებით ხდება.

„როცა ჩვენ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ჩართვისას ორჯერ ვიხილეთ, ფორმა მართლაც ძალიან მძიმე იყო. მთელი მსოფლიო მოიარა ამ სურათებმა და ალბათ, ამის მიზანიც ეს იყო. მაშინაც და დღესაც გააკეთა განცხადება მან, თუ არ დამიკმაყოფილეს, აბა, გაბრაზდით, მოწოდება იყო.

პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თქვენიო, გეუბნებიან. ფაქტობრივად, თქვენ თუ დააკმაყოფილებთ მათ შუამდგომლობას, ამით გეუბნებიან, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებთ, რადგან მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს, საქართველოს ბედი წყდება, ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეზეო. მე არ ვიცი, სხვა ზეწოლა რა არის, თუ არა იმის თქმა: „თუ ასე არ გააკეთებთ, ქუჩაში ომი დაიწყება და თქვენ იქნებით პასუხისმგებელი".

მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავინ მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×