რეზონანსი
06.02.2023

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, ამდენ მოწოდებებს და დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს

მდინარაძე განმარტავს, სააკაშვილმა შესაბამისი საკვები უნდა მიღოს.

„ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს.

იმ დონეზე დავედით, რომ ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, რომ მეტად კალორიული საჭმელი ჭამოს. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური ეხვეწება, ოღონდ თავისიანების გარდა. პარადოქსი ამაში მდგომარეობს. სააკაშვილმა უნდა მიღოს შესაბამისი საკვები", - აღნიშნავს მდინარაძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, როგორც მდინარაძე განმარტავს, ვერ დაიწყებს მკითხაობას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

„ ჩვენ ვიცით, რომ მთელი კამპანია სპეკულაციაა. ქალბატონ სალომეს ამასთან დაკავშირებით რა წარმოდგენა შეექმნება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის მკითხაობას ვერ დავიწყებთ. ვფიქრობ, მას შეცვლილი ჰქონდა რიტორიკა. უფრო ხისტი იყო და კატეგორიული პირველ განცხადებაში, შემდეგ მთლად ასე არ იყო",- აღნიშნავს მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×