რეზონანსი
06.02.2023

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა,იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, სადაც პარტიის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არიან შეკრებილი.

ნიკა მელიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია.

„როგორ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მათ შორის სასამართლო სისტემაც. სასამართლო ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, ის იმედი, რაც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი „ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალური იყო, ბუნებრივია ეს იმედიც გადაწურულია.

ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისია, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მიუხედავად ამისა ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა პირველ რიგში საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ", - განაცხადა ნინა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×