რეზონანსი
07.02.2023

თბილისის მერი კახა კალაძე თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

დედაქალაქის მერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტრაგედია, რაც სტიქიის ზონაში და მთელ თურქეთში ტრიალებს. ჩემო თურქო მეგობრებო, მთელი გულით გისამძიმრებთ! გისურვებთ გამძლეობას! საქართველო თქვენ გვერდითაა!", - ჩაწერა მერმა საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×