რეზონანსი
07.02.2023

არ შეიძლება ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავენ. ჩემი აზრით, მთავარი წინააღმდეგობა ქუჩაში უნდა იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პარლამენტიდან გასვლა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„არ შეიძლება ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავენ. ჩემი აზრით, მთავარი წინააღმდეგობა უნდა იყოს ქუჩაში, მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი ქუჩაში უნდა შექმნას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, აქ მნიშვნელოვანია ვის რა რესურსი აქვს.

ასევე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ბრძოლა, ვისაც ევროპული მომავალი უნდა. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, იცით, რომ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მე ვემხრობი პარლამენტიდან და საკრებულოდან გასვლას. პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გასვლა უნდა იყოს ბრძოლის ნაწილი და არა ერთდღიანი ნიუსი. ეს უნდა იყოს შედეგზე გათვლილი, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა ზიანი შეიძლება მიიღოს პარტიამ, ასევე, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ სპექტრს",- აღნიშნავს წითლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×