რეზონანსი
07.02.2023

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

„თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყანა არის ახლა ჩართული ომში რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაზე არ ვაკეთებთ მკვეთრ განცხადებებს", - აღნიშნავს სამხარაძე.

უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გადაცემას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×