რეზონანსი
08.02.2023

ბადრი ესებუას დაკავება  პოლიციამ ერთ-ერთი პატიმრის ჩვენების საფუძველზე შეძლო. "ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციას ჩვენება იმ სახლის მეპატრონის ნათესავმა მისცა, რომელსაც შეირაღებული თავდამსხმელი თავს აფარებდა. წყარო ამტკიცებს, რომ საუბარია ზვიად ხარჩილავაზე, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ, სულ სხვა საქმეზე დააკავა.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა ერთი წლის განმავლობაში ომიანე ჯიქიას ერთ-ერთი ქალიშვილის სახლში, ოკუპირებულ გაგიდაში ცხოვრობდა. მას შემდეგ კი რაც ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ძებნილმა გადაწყვიტა, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერირიტორიაზე გადმოსულიყო და თავი ჯიხაშკარს შეაფარა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ბადრი ესებუა მაშინ დააკავეს, როცა ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის დატოვებას ცდილობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×