რეზონანსი
09.02.2023

დამანგრეველი მიწისძვრის მეოთხე დღე თურქეთში - სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. მათი უმეტესობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. მონაცემები მსხვერპლის შესახებ ყოველ საათში იზრდება.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობას აგრძელებს. თურქეთის ქალაქ ადიამანში ქართველი სამძებრო-სამაშველო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ.

"ჩამოსვლის დღიდან აქტიურად ვართ ჩართული სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. რაც ჩამოვედით 2 სიცოცხლე გადავარჩინეთ, ერთი ჩამოსვლიდან მალევე და ერთი გუშინ ღამით ქალბატონი ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან. დღეს გეგმა გვაქვს, საიდანაც ხმა ისმის ადამიანების, იქ მოვძებნოთ ცოცხლები და გადარჩენილები ამოვიყვანოთ, რაც შეიძლება სწრაფად . ძირითადად მოქალაქეები მოდიან ხოლმე და ისინი გვეუბნებიან, სად, როგორ, რა ხდება. ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები გვეხმარებიან, მუშაობენ ჩვენთან ერთად აქტიურად, კომუნიკაციაში გვეხმარებიან. გუშინ აქტიურად გვეხმარებოდნენ ჩარჩენილ მოქალაქესთან კომუნიკაციაში," - განაცხადა მეხანძრე-მაშველმა ბექა მეშველაშვილმა.

გარდა ამისა, "კურიერი" სტიქიის შედეგად დაზარალებულებსაც ესაუბრა.

"გარეთ ვართ მთელი ოჯახი, ჩვენი სახლიც დაინგრა, მაგრამ მთავარია, რომ ცოცხლები ვართ," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 15 ათასზე მეტი ადამიანი. მხოლოდ თურქეთში სტიქიას 12 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 62 ათასზე მეტი ადამიანი. დანგრეულია 6000-ზე მეტი შენობა. ქვეყანაში გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. შეწყვეტილია სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. თურქეთს მეგობარი ქვეყნები როგორც ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამაშველო ჯგუფებით ეხმარებიან. სირიას კი ევროკავშირი 3 ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×