რეზონანსი
09.02.2023

3 თე­ბერ­ვლის ღა­მეს, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი მე­გობ­რო­ბის გამ­ზირ­ზე, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და - "სმარ­ტის" ავ­ტო­მან­ქა­ნა ბორ­დი­უ­რი­დან რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას და­ე­ჯა­ხა და 5 მეტ­რის სიღ­რმის თხრილ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მან­ქა­ნა ამობ­რუნ­და, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­წე­ო­ბით მძღო­ლი გა­დარ­ჩა - ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­შა­ვე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და გონსმო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს ჩა­ა­ბა­რა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი გე"-ს აშშ-ს სა­ელ­ჩოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცვლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო გო­ლაშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა:

"3 თე­ბერ­ვლის ღა­მის მო­რი­გე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 1-ლ სა­ათ­ზე, გა­რეთ სა­ში­ნე­ლი, ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ხმა­უ­რი გა­ის­მა, ვერ მივ­ხვდით, რა ხდე­ბო­და და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად გა­ვუშ­ვი. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 5 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა ნა­ხეს. სა­ელ­ჩოს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის შე­მო­ღო­ბი­ლია რკი­ნის ბა­დით და აღ­მოჩ­ნდა, რომ მძღო­ლი მას და­ჯა­ხე­ბია, ღო­ბის ფრაგ­მენ­ტი (მყა­რი კონ­სტრუქ­ცი­აა) გარ­ღვე­უ­ლი იყო და იქი­დან გა­და­ვარ­დნი­ლა. როცა გად­მომ­ცეს, რომ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, სა­მე­დი­ცი­ნო ჩან­თით ად­გილ­ზე მი­ვე­დი და ვიდ­რე ად­გილ­ზე მო­სუ­ლი პატ­რუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას გა­მო­ი­ძა­ხებ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ.

რა და რო­გორ მოხ­და, არ ვი­ცით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძღო­ლი შემ­თხვე­ვა­ზე თვი­თო­ნაც ვერ ჰყვე­ბო­და, ვკი­თხეთ, რა მოხ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი ახ­სოვ­და. ეს იყო პა­ტა­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა "სმარ­ტი", რო­მე­ლიც ორ­მო­ში ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან თა­ვი­სით გად­მო­ვი­და, ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და იყო შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ის ჩვენ­მა ნამ­შრომ­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს.

მძღო­ლი პა­ტა­რა ბიჭი იყო, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­დაღ­ლი­ლიც იყო ან ჩა­ე­ძი­ნა და ეს უბე­დუ­რე­ბაც შე­ემ­თხვა, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მე და­ჯა­ხე­ბო­და. ახალ­გაზ­რდამ გვი­თხრა, რომ ერთ-ერთი სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ის კუ­რი­ე­რი იყო. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა, თო­რემ სა­ნა­ხა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ახ­ლაც ვერ ვსა­უბ­რობ.

იმ მხრი­ვაც გაგ­ვი­მარ­თლა, რომ მთე­ლი სტა­ფი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვართ კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის - რო­გორ უნდა მო­იქ­ცე და რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წიო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ანს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ტრე­ნინ­გე­ბი ზუს­ტად ამ შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ვი­ა­რეთ და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ახალ­გაზ­რდას ერ­თად აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, გა­ვა­კე­თეთ ის, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო", - აღნიშნა გოლაშვილმა.

წყარო: "ამბები.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×