რეზონანსი
20.03.2023

განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ სამინისტროში კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სწრაფი პასუხი სჭირდება.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა, ამიტომ დღეიდან, ჩვენ და მე პირადად დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის", - განაცხადა ამილახვარმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად, გიორგი ამილახვარი წარადგინა. ამ პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელის გადაწყვეტილება იყო, რომ აკადემიურ საქმიანობას დაბრუნებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×