რეზონანსი
20.03.2023

განათლების ახალი მინისტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერმა წარადგინა ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება. გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება კონკრეტული ხედვა, თუ როგორ აპირებენ ამ დარგის გარდაქმნას.

მისი თქმით, დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად, ფართო გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში.

"პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის. მიღწეულმა შედეგებმა გასული წლების განმავლობაში უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში", - თქვა ამილახვარმა.

განათლების უკვე ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×