რეზონანსი
20.03.2023

"საქმე, რაც არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე" - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ მის თანამდებობასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

"ის ძალიან დიდი რეფორმები, რაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში დავიწყეთ, როგორც ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგების კუთხით, ასევე, კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით, რასაკვირველია, მესმის, რომ ძალიან მძიმეა და დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საბოლოო ჯამში გვაძლევდა იმ მიუღებელ ხარისხს რაც იყო სამედიცინო სექტორში, ასევე, ფარმაცევტულ პროდუქციაზე საკმაოდ დიდ ფასებს, აქედან გამომდინარე, მე მესმის რომ ეს სპეკულაციები, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოდის აქედან. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ", - თქვა აზარაშვილმა.

ამ თემაზე კითხვას დღეს პრემიერმინისტრმაც უპასუხა და თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×