რეზონანსი
20.03.2023

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პირველად დაიკითხა სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა. სწორედ გალდავაა ის პირი, ვინც ესებუას მილიონი ლარი გადასცა და გასვლის შემდეგ ის მძევლად თან წაიყვანა.

გალდავას თქმით, თავდაპირველად ესებუა თანხას და ვერტმფრენს ითხოვდა, გარდა ამისა, მისივე თქმით,

მან ესებუას ხმა მძარცველის ხმას პირველივე პროცესზე მიამსგავსა.

"ისიც გამიკვირდა, რომ პიროვნება ბანკშია შესული და სულაც არ კითხულობს იქ 500 000 ლარი არის თუ არა და გარედან ითხოვს ფულის შეტანას, როდესაც საკმაოდ დიდი ოფისია ზუგიდში, საკმაოდ დიდი ოფისი არის და რატომ გარედან.. მითხრა ხელმძღვანელობამ, რომ ისევ შენ დაელაპარაკე და აუხსენი, რომ ფულის თემას აუცილებლად მოვაგვარებდით და მანქანის თემას მოვაგვარდებოდა პრობლემა არ იყო, რადგან ამ ვერტმფრეს უკვე ჩაეხსნა" - თქვა გალდავამ.

პროცესზე ესებუამ მოსამართლეს კითხვის დასმის უფლება სთხოვა და გალდავას მისი დაკავება მიულოცა.

"პირველ რიგში, მინდა, რომ მოგილოცოთ ჩემი დაკავება, დიდი მიღწევაა ეს როგორც ჩანს. მე გამიხარდებოდა, რომ როგორც მე და ჩემ ოჯახს შეგვებრძოლეთ, ისე შეებრძოლოთ ჩვენ მტერს, რაც შეეხება ჩემს კითხვას, თქვენ როცა აძლევდით ჩვენებას, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული. მე მაინტერესებს რატომ არ აგიჩუყდათ გული, როცა ჩემ ოჯახს სასტიკად გაუსწორდით, ჩემი უდანაშაულო ძმა ოთხი წლით გაუშვით ციხეში და იგივე ჩემს ნათესავებსაც იგივე "ტრიუკი" გაუკეთეს" - თქვა ესებუამ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×