რეზონანსი
20.03.2023

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ორი ხელშესახები ფაქტი. პირველი არის სასამართლოს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც იმსჯელეს, მოუსმინეს ექსპერტებს და დაადგინეს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამას მყისიერად სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს", - აცხადებს პაპუაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×