რეზონანსი
20.03.2023

აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარების წერილი, რომლითაც ისინი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ანალოგის შექმნას ითხოვენ, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონპროექტის ინიცირების გამო მღელვარება ხელოვნურად იყო გამოწვეული და მიზნად „ქვეყნის ამოყირავებას" ისახავდა.

„აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას. (ცოტა მაინც მოეცადათ, ეცლიათ თქვენთვის ქვეყნის ამოყირავება)

ახლა რაღას იტყვით, გაგშიფრათ "ხალხის ძალამ," თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი. წარმომიდგენია ეს კანონი რომ მიეღოთ, რა დღეში ჩავარდებოდით, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით." - წერს ნინო ფოჩხუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×