რეზონანსი
21.03.2023

ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს.

ამასთან სტოლტენბერგი მოუწოდებს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ერთად იმუშაოან საჭირო რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ ნატოც მუშაობს ქვეყნის მთავრობასთან რეფორმების იმპლემენტაციაზე.

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს "უცხოური გავლენისა და აგენტების" კანონპროექტი, რადგან ის არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

ასე რომ, მივესალმები ამ ინიციატივის გაწვევას და იმას, რომ მას თბილისში პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ ერთად იმუშაონ სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე და ნატო, რა თქმა უნდა, ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების იმპლემენტაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციასთან ბრძოლისთვის.

ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული და ნატო მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×