რეზონანსი
21.03.2023

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას დაახლოებით 120 მილიარდი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწიეს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ (2022) ანგარიშშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დახმარების უმსხვილესი დონორი შეერთებული შტატებია, თუმცა ევროპის სახელმწიფოებმა და კანადამ ჯამში მთლიანი დახმარების ნახევარზე მეტი უზრუნველყვეს.

როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბური ომი „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისია" და უშუალო საფრთხეა მთელი საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვის.

„პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. თუ ის მოიგებს, ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს. ეს საშიში იქნება ჩვენი უსაფრთხოებისა და მთელი მსოფლიოსთვის", - ხაზს უსვამს ნატოს გენერალური მდივანი ყოველწლიურ ანგარიშში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×