რეზონანსი
21.03.2023

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

იაპონიის მთავრობის მეთაურისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა კიევში შედგა. მედიის ცობით, მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მან ფუმიო კიშიდასგან ჰიროსიმაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე მიპატიჟება მიიღო და ის სამიტს დისტანციურად შეუერთდება.

ზელენსკიმ და კიშიდამ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის მთავრობის მეთაურს „საერთაშორისო წესრიგის მტკიცე დამცველი და უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა".

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს უკრაინაში ყოფნისას მოინახულა ქალაქი ბუჩა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, ბუჩაში ყოფნის დროს ის „ძლიერ ბრაზს გრძნობს ამ ქალაქში ჩადენილი ძალადობის გამო".

„მსოფლიო შოკირებული იყო, როდესაც ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო ადამიანები მოკლეს", - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×