რეზონანსი
22.03.2023

არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში არიან - მათთვის მთავარია სიტუაციის დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, მთავარი თემა კვლავ რჩება ომში ჩართვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბოიკოტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ახლა ევროინტეგრაციის კომიტეტში "ქართული ოცნების" აქტივობების კრიტიკა აქვს განზრახული.

"როგორც კი 12 რეკომენდაციაზე მუშაობა დაიწყო, იმ დღიდან არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში, მანჯგალაძეც და ყველაც. ახლა გადაწყვიტეს მაკა ბოჭორიშვილის კრიტიკაზე გადაიტანონ აქცენტი, საერთოდ "ქართული ოცნების" ევროპის საკითხთა კომიტეტში აქტივობების კრიტიკას შეუდგნენ, რომელსაც საფუძველო არ გააჩნია. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არანაირი 12 რეკომენდაცია, აქ მათთვის, მთავარია პოლარიზაციის რეჟიმის შენარჩუნება, სიტუაციის დესტაბილიზაცია და პოლიტიკური დივიდენდის მიღება, რასაკვირველია მთავარი თემა რჩება ომში ჩართვა, რასაც აღარც მალავენ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×