რეზონანსი
22.03.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება - მისი თქმით, ოპონენტებს შეურაცხყოფის მიყენება გაუადვილდათ, რაც "ქართველი ადამიანისთვის მძიმე ასატან-მოსათმენია".

"რომ გითხრათ, ახლა, სპორტზე კამათობდნენ, შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს, მოგატყუებთ. უსიამოვნო ინციდენტი იყო, არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. შეიძლება მითხრათ, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ - ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში კადრულობენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა მდინარაძემ.

დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე მოხდა, კანონმდებლები „თავდაცვის კოდექსს" პირველი მოსმენით განიხილავენ. თავდაპირველად, სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. მოგვიანებით სიტუაცია გამწვავდა და ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ჩაარტა, შემდეგ კი ნაკაიძის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×