რეზონანსი
22.03.2023

 მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ ორ კვირაზე მეტია, პოლონელი ექიმები, შესაბამისი აღჭურვილობით, საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არიან.

გიული ალასანიამ ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვივა მედთან" განუცხადა და აღნიშნა, რომ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვს:

„საბუთები უნდა გამოეგზავნათ და მერე ალბათ მიეცემათ [შესაძლებლობა]...

ორ კვირაზე მეტია მესმის, რომ ისინი მზად არიან, რომ მზად აქვთ თვითმფრინავი. სპეცრეისით ჩამოვლენ, თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება ყველანაირი აპარატურით, რაც ამ ანალიზების გასაკეთებლად არის საჭირო, მაგრამ ამის იქით, არაფერი არ ვიცი", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისათვის, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ არც მიხეილ სააკაშვილს და არც მის ოჯახს არ წარმოუდგენია რაიმე სახის განცხადება, რომლითაც სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვდნენ.

რატი ბრეგაძემ დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო პოლონელ ექიმებს არ უშვებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×