
ყველა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენც გვაქვს პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არაერთ ღონისძიებას ახორციელებენ. ეს არის დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელი სამუშაო პროცესი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ საზოგადოებისთვის იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გაცნობაზე, რომელიც აქვს პოლიტიკურ პარტიას. ყველა პარტიასთან ახლოს არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გაცილებით უფრო სხვა კუთხით მუშაობს საზოგადოებასთან. მქონდა ასეთი ორგანიზაცია „სახელმწიფო 3.0", რომელიც აკეთებდა უზარმაზარ საზაფხულო ბანაკებს ახალგაზრდებისთვის, დღესაც გვაქვს და ხვალაც გვექნება. თუ მეტ დაფინანსებას მოგვცემენ დასავლელი პარტნიორები, ბედნიერი ვიქნები", - განაცხადა ვაშაძემ.
მმართველი გუნდის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მათივე არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებითი ფინანსების მისაღებად და ქვეყანაში პროცესების რადიკალიზიისთვის იყენებენ.