რეზონანსი
22.03.2023

ბასილაშვილის ბრალდების საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს. წარადგინეს ახალი მტკიცებულებები.

საუბარია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე. სახელმწიფო ბრალდება მეორე ინსტანციაში ამტკიცებს, რომ დაცვის მხარის მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილი დასკვნა მომზადებულია მიკერძოებით, რადგან როგორც პროკურორი ამბობს, გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფსიქოლოგიური დასკვნის ავტორმა საჯაროდ, მიკერძოებული პოზიცია გააჟღერა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილისგან განიცადა ფსიქოლოგიური ტერორი და ფსიქოლოგიური ძალადობა. დაცვის მხარე ასევე ითხოვდა დღეს ნელი დოროყაშვილის გამოკითხვას სასამართლოში.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებოდნენ. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სწორედ, აღნიშნული გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×