რეზონანსი
22.03.2023

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში რამდენიმე საათში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი. მხარეები ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც.

„მთავარი ყურადღება გამახვილებული იქნება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესზე, თუ სად არის საქართველო. მოვისმენთ ევროპული მხარის პოზიციას, მათ შეფასებებსა და რეკომენდაციების, თუ როგორ უნდა წარვმართოთ დარჩენილი თვეების განმავლობაში ეს პროცესი. რა თქმა უნდა, უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპულ მხარეს მივაწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ და ჰიბრიდული ომის გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას", - აცხადებს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×