რეზონანსი
22.03.2023

„ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვას ეხმაურება. დეპუტატები შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, ადგილები შეუცვალონ სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალას", რადგან მათი თქმით, ამის მიზეზი „ხალხის ძალის" მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია.

„ხალხის ძალამ" ეს დეპუტატები გადასვა თავის ადგილზე პოლიტიკაში, ანუ გაანულა. ახლა თუ ფიზიკურად სადმე გადაადგილება უნდათ, მაგათ წინ პრაქტიკულად ცარიელია ადგილები, არავინ არ დადის, ზარმაცობს ყველა. ზოგი წავიდა, ზოგი არ დადის. მეორე რიგიდან დაწყებული თავისი რიგით დამთავრებული, არის სულ ცარიელი. დასხდნენ და ერთმანეთში იკამათონ იქ ვინ არის მოღალატე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტში დღეს, პლენარულ სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×