რეზონანსი
22.03.2023

თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით - ამაზე ნაფიქრი მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ტოვებს თუ არა პარტიას.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მის მიერ იქნება გაჟღერებული.

„მე ჩემს გადაწყვეტილებას მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას გამცნობთ ჩემი მხრიდან, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×