რეზონანსი
22.03.2023

ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები. ეს პროცესი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით გერმანიაში. მე მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შეხვედრა გამემართა ჩემს გერმანელ კოლეგასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ უფრო ხშირად გვესმის გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. ეს ჩვენთვის ახალია შესაძლებლობაა, რათა გერმანია იყოს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი პარტნიორი, მხარდამჭერი. ამდენად, ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ვიზიტი მოიტანს ახალ იმპულსს ორმხრივ ურთიერთობებში, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სტუმრების საქართველოში ჩამობრძანება. საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ეს ვიზიტიც ამის ძალიან ნათელი დასტურია - ეს დასტურია, რომ გერმანია იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხვალ ეწვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×