რეზონანსი
23.03.2023

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „დროას" უკანონო NGO აქვს და „ევროპის დემოკრატიის" ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ის ევროპარლამენტარები აკონტროლებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ. ფონდის საქმიანობა დაფარულია და არავინ არ იცის, საქართველოში რას აფინანსებს. მისივე თქმით, ყალბი ორგანიზაციები აქვთ სხვა პარტიებსაც, მათ შორის „გირჩს“.

„თურმე "გირჩს", ანა დოლიძეს და სხვა პარტიებს აქვთ ყალბი ორგანიზაციები, რომლითაც ისინი იღებენ შემოსავლებს. თუნდაც "დროას" შემთხვევაში, არის პარტია "დროა" და ენჯეო "დროა" და ყალბია იმიტომ, რომ მათ შინაარსი ერთი არ აქვთ, არამედ აქვთ სტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას, მიიღოს უცხოური დაფინანსება, როგორც ხდება გადასახადის გვერდის ავლა. ან თავად ქალბატონი ხოშტარია, სანქციის გვერდის ავლაზე რომ საუბრობს, ზუსტად გვერდს უვლის ის მათ შორის ქართულ კანონმდებლობას. იმ „ენჯეოს“ დამფუძნებელიც თვითონ არის, ხელმძღვანელიც თვითონ არის, იმ „ენჯეოს“ არც თავისი ლოგო აქვს, არც ვებ-გვერდი, არც "ფეისბუქ" გვერდი, საერთოდ არაფერს აკეთებს. ერთადერთი დანიშნულებაა როგორც კი დაფუძნდა, იმავე დღიდან ქართულ ამონაწერთან ერთად აიღო ინგლისური ამონაწერი იმისთვის, რომ მიეღო დაფინანსება უცხოეთიდან. ამ შემთხვევაში, მან თავად განაცხადა, რომ დაფინანსებას იღებს "ევროპის დემოკრატიის" ფონდიდან. სამწუხაროდ, დღემდე ვცდილობ გავარკვიო რას აფინანსებენ საქართველოში, მაგრამ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, დაფარულია. 

ეს ფონდი, რომელიც არის შექმნილი ევროკავშირის მიერ, სადაც მის მმართველობაში არიან პარლამენტის ზუსტად ის წევრები, რომლების არიან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მფარველები, ისინი განაგებენ ამ თანხას და კაციშვილმა არ იცის რაში ხარჯავენ ისინი ამ თანხას. საქართველოში ეს არავინ იცის. ევროკავშირში ნაკლებად იციან, მეც მოვიკითხე სხვადასხვა ინსტიტუტში და არავინ არაფერი იცის. აღმოჩნდა, რომ არის ეს ფონდი და ჩვენთან აფინანსებს "დროას, "ტაბულას", რომელიც არის პარტიული გაზეთი და ასე პარტიულ სტრუქტურებს აფინანსებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×