რეზონანსი
23.03.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ.

რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს - 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×