რეზონანსი
23.03.2023

„საკუთარ სხეულს ჭამს უკვე რამდენი ხანია. მისი ჩამოსვლის დღიდან კარგი ამ ქვეყანაში ამ ადამიანს არ მიუღია. არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერ ცუდს. რითაც ვამაყობდით, ეს ქვეყანა რითაც ამაყობდა, რითაც მსოფლიოში ცნობილი გახდა და დღემდე ამაყობენ ინერციით, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში. ყველაფერზე ნაწყენი ვარ, ჩემი შვილი აქ ჩამოვიდა და კვდება. ორშაბათს ვაპირებთ სტრასბურგისთვის მიმართვას",- აღნიშნა ალასანიამ.

კლინიკა „ვივამედი" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი", დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×