
ნიკოლოზ სამხარაძე ანალენა ბერბოკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა. პარლამენტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეთანხმება მინისტრს იმაში, რომ საქართველო ზეწოლას განიცდის.
„მის განცხადებაში იყო საუბარი, რომ ქვეყანა განიცდის ზეწოლას, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, რაშიც მინდა მას 100%-ით დავეთანხმო. ეს გარე და შიდა ზეწოლები არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია.
არ ვიცი, ვის გულისხმობს მინისტრი გარე და შიდა ძალებში, ეს მას უნდა ვკითხოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ მე ვის ვგულისხმობ. შიდა ძალები არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას ქვეყანაში რაიმე არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყოს, იმისთვის რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. გარე ძალები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული ზოგიერთი ევროპარლამენტარით, რომლებიც მუდმივად გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებაში", - აცხადებს სამხარაძე.