რეზონანსი
23.03.2023

მე მაქვს განსხვავებები ჩემს პარტიაში მენეჯმენტთან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებული განსხვავებები ამ ეტაპზე, შეუთავსებლად გამოიყურება და პარტიის დატოვებაზეც ნაფიქრი აქვს, თუმცა ყველა ნიუანსი გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ცნობილი.

ხატია დეკანოიძემ განმარტა რამდენიმე საკითხი, რაზეც მასსა და პარტიას შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს.

„მე მაქვს განსხვავებები ჩემს პარტიაში მენეჯმენტთან. პირველი, რაც გამოვიდა სააშკარაოზე იყო ის, თითქოს ეს მხოლოდ ბოიკოტის თემა იყო. რა თქმა უნდა, ბოიკოტის შესახებ მქონდა ძალიან განსხვავებული პოზიციები. ბოიკოტი რას ნიშნავს? - ბოიკოტში შეიძლება გახვიდე ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი სასესიო კვირა, მაგრამ მუდმივად ბოიკოტში გასვლამ და შემოსვლამ, იმდენად გაცვეთილი სახე მიიღო, რომ ადამიანები აღარც აღიქვამენ. მე მესმის, რომ ამ პარლამენტს სერიოზულად აქვს იმიჯი დაკარგული და ეს გარკვეულწილად ჩვენი ბრალიცაა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრს ვიბრძვით იქ. თუ ჩვენ შევედით პარლამენტში, ეს პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. განსხვავებული იყო ბოიკოტზე და როდესაც ჩემი მოსაზრებები არ იქნა გათვალისწინებული რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, დადგა საკითხი, რომ საერთოდ შეუთავსებელია საპარლამენტო საქმიანობაზე ჩვენი პარალელური გზები.

მეორე საკითხი იყო ძალიან სერიოზული, მე არ ვეთანხმებოდი თავმჯდომარის კანდიდატურას. პიროვნული არავისთან არაფერი არ მაქვს საერთოდ, პირიქით, მე მივიჩნევდი, რომ ლევანი არის ძალიან კარგი აქტივისტი ანტიკორუფციონერი და საკრებულოში ძალიან კარგი იყო.

მესამე ეს იყო პოლიტსაბჭოს არჩევნების თემა, როდესაც პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩატარდა გაუმჭვირვალედ და მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა პოსტფაქტუმ გავიგეთ ამის შესახებ. ამაზე მე ჩემს კოლეგებთან საუბარი მქონდა.

ბოლო საკითხი იყო 9 აპრილის აქცია. მე არ ვეთანხმები იმ ფორმას, რა ფორმითაც იქნა გამოცხადებული ეს აქცია. ვფიქრობ, რომ შეიძლება დაზიანდეს საერთო პროცესი.

ამ ყველაფრის გამო ვთქვი, მე ამაზე ნაფიქრი მაქვს, ვფიქრობ და ყველა ნიუანსი გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ცნობილი. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი გამოიყურება შეუთავსებლად... ყველაფერს ვიტყვი მე არ მჩვევია პასუხისმგებლობის აცილება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×