რეზონანსი
24.03.2023

რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას! - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

როგორც მან აღნიშნა, ათი წლის განმავლობაში საქართველომ ორი კრიზისი გამოიარა, ახლა კი სიტუაცია სტაბილურდება.

„საქართველოში რომ ზრუნავს ხელისუფლება უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე, ამიტომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გაფრთხილება და ამაზე უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული. ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ამას არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა ვთხოვო - დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ჩვენ ამ ათი წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი კრიზისი, პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ, 2015-2016 წლები, მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამ ყველაფერს რეგიონზე და მათ შორის, საქართველოში. ჰქონდა ეკონომიკური, სავალუტო კრიზისი, ამის შემდეგ იყო კოვიდი. ამ 10 წლის განმავლობაში სამი წელი გვქონდა კრიზისული. ქვეყანამ ამოისუნთქა, გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან, შარშანწინ და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში, თავი დავაღწიოთ სიღარიბეს. ამას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ყველა ეს ადამიანი, რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამას უპირისპირდება, სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას. ხომ შეიძლება ცოტა ხანი დაასვენოთ ეს ქვეყანა?! საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ეს ქვეყანა, მაგრამ, არა! თავის ბუნებას ისინი, ბუნებრივია, ვერ მოიშლიან", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×