რეზონანსი
24.03.2023

საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს კანონები ვერ წაგაკითხეთ, ამ გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს.

მამუკა მდინარაძემ მანჯგალაძეს ურჩია, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, სხვა რაღაცები წაიკითხოს.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს ურჩია, კლასიკოსებს გადახედოს.

„პაატა მანჯგალაძე გერასიმოვის დოქტრინას კითხულობს თურმე, უზის და სწავლობს, სხვა რაღაცები წაიკითხოს. ისევე, როგორც თქვენ, „რესპუბლიკელი" ბრძანდებით ქალბატონო ხათუნა, მეხუთე კოლონა ასე ვთქვათ, გააპიარა ჰემინგუეიმ თავისი ნაწარმოებით, სხვათა შორის, რესპუბლიკელების ბრძოლა იყო ჯაშუშების წინააღმდეგ, ხომ ასე იყო, ეს უნდა იცოდეთ. რაც არ უნდა მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მეხუთე კოლონა გარე ძალას არცერთ შემთხვევაში რომ არ ეწოდება, ეს ხომ უნდა იცოდეთ. მარტივი ამბავია, მეხუთე კოლონა ვერ იქნება სხვა ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი. მეხუთე კოლონა ნიშნავს იმას, რომ შენთან შიგნით გებრძვის, რომ შენ ამოგატრიალოს, ქაოსი გამოიწვიოს და შენი ქვეყნის საბოტაჟი მოახდინოს. შესაბამისად ამისა, გირჩევთ, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, კლასიკოსებს გადახედოთ, სხვა რაღაცები წაიკითხოთ. საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს კანონები ვერ წაგაკითხეთ, ამ გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×