რეზონანსი
25.03.2023

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რე­ქა­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად მან მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ა­ზე უარი თქვა.

„მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი - სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვილ­ზე რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­უ­ჟე­ტი ვნა­ხე. სპონ­ტა­ნუ­რად მივ­წე­რე ჟურ­ნა­ლისტს და ვუ­თხა­რი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და ვფიქ­რობ, რომ ური­გო არ იქ­ნე­ბა სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნო და ეგებ და­მაკვში­რო მეთ­ქი. მომ­ცა ნო­მე­რი, და­ვუ­რე­კე და ვა­ხა­რე. მა­საც გა­უ­ხარ­და. სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი ვისი და იყო და ნა­თე­სა­ვი.

ან კი რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. სა­ლო­მეს სტი­პენ­დია და­ე­რი­ცხა 17 მარტს (უკან დაგ­ვიბ­რუ­ნა გუ­შინ). ამ ხნის მან­ძილ­ზე მე ავი­ტა­ნე სა­ო­ცარ ცი­ლის­წა­მე­ბა­თა კას­კა­დი ამ ამ­ბის გამო. გუ­შინ სა­ლო­მეს და წერს იმას, რა­საც წერს - წა­ი­კი­თხავ­დით ცხა­დია. არ­ცერთ მე­დი­ას არ მივ­ცემ კო­მენ­ტარს, მათ შო­რის მა­თაც, ვინც ცდი­ლობს, რომ სტი­პენ­დი­ა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ლა­პა­რა­კოს - სა­ლო­მე არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოგო და იმ­სა­ხუ­რებს სა­უ­კე­თე­სოს. ჩვენ კი ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს საქ­მე­ებს" - წერს კე­კე­ლი­ძე.

გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, ტა­ეკ­ვან­დო­ში ორგზის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სტი­პენ­დი­ა­ზე უარს ამ­ბობს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი უფ­რო­სი და, სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც 2021 წელს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მან მა­შინ "ნეტ­გა­ზეთ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ კე­კე­ლი­ძე შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გაგ­ზავ­ნას სთხოვ­და. იმ დროს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა სა­პა­სუ­ხოდ თქვა, რომ მზად იყო თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ყვე­ლა სფე­რო­ში და შეხ­ვდრო­და ყვე­ლას, ვი­საც ამ საქ­მე­ზე კი­თხვა აქვს. სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, კე­კე­ლი­ძეს შე­უძ­ლია ეს თან­ხა იმ ადა­მი­ანს ჩა­უ­რი­ცხოს, ვი­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა.

სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლმა ასევე გუშინ ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა: „მოკლედ და კონკრეტულად: გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ.

დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო***ვდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია

ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი.

ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე "მაგრამ" არ იწერება.

პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს.

ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება", - დაწერა სოფია კენჭიაშვილი „ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×