რეზონანსი
25.03.2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო მედია ჯგუფ - Kaori Media-ს, ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძისგან მედია ჯგუფმა აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს.

„აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით. აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა. 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა - მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე 2025 წლისთვის. საინვესტიციო პორტფელმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი. მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×