რეზონანსი
25.03.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება.

„ჯერ არ შეგვიძლია დაწყება. მათ [ჯარისკაცებს] ჯერ ვერ გავგზავნით", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე იგეგმებოდა.

მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი დახმარება - საბრძოლო მასალით და ავიაგამანადგურებლებით, ამიტომ სამხედროები უკრაინის პარტნიორებისგან ელიან მათ გადმოცემას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს უშვებს, ვიდრე უკრაინა.

ცნობისთვის, ზამთარში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2023 გაზაფხულზე უკრაინა დიდ კონტრიერიშს გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×