რეზონანსი
25.03.2023

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავისი ავტორიტეტით, დიდი სულიერებით, სიბრძნით მიაღწია იმას, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც აღიარებულია ჩვენი ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში პატრიარქ ილია მეორის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის ავტოკეფალიის სახით. ჩვენ კი აღვიდგინეთ უძველესი დროიდან მოპოვებული ავტოკეფალია, მაგრამ ამას ზოგად საეკლესიო დონეზე, კონსტანტინეს საპატრიარქოს მიერ დამოწმება სჭირდებოდა და ეს საშური საქმე ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, რომელმაც თავისი ავტორიტეტით, დიდი სულიერებით, სიბრძნით მიაღწია იმას, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც აღიარებულია ჩვენი ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული", - განაცხადა მეუფე შიომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×