რეზონანსი
25.03.2023

2022 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 16.5%-იანი ზრდის შემდეგ. ამის შესახებ „საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით, „გალთ ენდ თაგარტის" ანგარიშშია აღნიშნული.

სექტორების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 673 ლარი, წლიური ზრდა - 61.8%; ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა - 2 727 ლარი, წლიური ზრდა - 12.1%; მშენებლობა - 2 536 ლარი, წლიური ზრდა - 14.8%.

ამასთან, 2022 წლის მე-4 კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში: განათლება - 1 006 ლარი, წლიური ზრდა - 9.8%; წყალმომარაგების სექტორი - 1 137 ლარი, წლიური ზრდა - 9.1%; სოფლის მეურნეობის სექტორი - 1 179 ლარი, წლიური ზრდა - 3.6%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×