რეზონანსი
25.03.2023

2023 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 20%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 44.2%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3%-ს შეადგენდა,"-აღნიშნულია კვლევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×