რეზონანსი
25.03.2023

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში პოლიციის შესვლა სუს-ის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელშიც სამთავრობო მედიაც იყო ჩართული.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ სუს-ის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიმართ. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები, სამთავრობო მედიის წარმომადგენლები ამ პროვოკაციაში მონაწილეობას იღებდნენ პირდაპირ, ეს იყო ცრუ დასმენა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაულია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს წინასწარ დადგმული პროვოკაცია უკავშირდება ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გასულ ანონსს, სადაც ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი გავა, რომლის მთავარი მოქმედი პირი შალვა რამიშვილია.

„ბუნებრივია, ეს პროვოკაცია და დანაშაული უკავშირდება ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გასულ ანონსს. სამწუხაროა, რომ სუს-ი იცლის ასეთი პროვოკაციებისთვის. ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება მსგავსი პროვოკაციები პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტების და აბსოლუტურად ყველას მიმართ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×