რეზონანსი
25.03.2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

როგორც სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ემილ ნალიევმა თქვა, გარდაცვლილი კაცი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

"ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა, ვადაში ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან კიდევ სხვა რამეს მოიმოქმედებდა. მინდა, მაინც შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, გაითვალისწინოთ და უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ" - თქვა მან სასამართლო პროცესზე

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, თბილისში, მუხიანში 64 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×