რეზონანსი
25.03.2023

გასული ორი კვირა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით იყო ძალიან დინამიკური. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში გვქონდა ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი - გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივნისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ეს ვიზიტები ემსახურებოდა ერთი მხრივ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან ძლიერი, მთავარი სიგნალი, რომ მათთვის საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა, ბრიუსელში ვიზიტსა და ჟოზეფ ბორლეთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იყო.

„ვიზიტს ორი მთავარი განზომილება ჰქონდა. ერთი - ევროკომისიაში გამართული შეხვედრები და მეორე - ნატოს შტაბბინაში. ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, რომ გვესაუბრა იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც დგას ჩვენ ორმხრივ დღის წესრიგში, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მინიჭებული 12 პრიორიტეტი, რომლის შესრულებისთვისაც უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ 12 პრიორიტეტი შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

23-24 მარტს საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა.

22 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

16 მარტს საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×