რეზონანსი
25.03.2023

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვნახოთ იმ ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების გამოცდილება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წვერები. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ამ ქვეყნებიდან არის ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფები, როდესაც საკითხი ეხებოდა მათი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, იყო ძალიან დაახლოებული. სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის. მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა დეპოლარიზაციისკენ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×