რეზონანსი
27.03.2023

„იმედის დილის" წამყვანი ნუცა ქავთარაძე გამომცემლობების, „ინტელექტისა" და „არტანუჯის" მიერ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება.

როგორც ნუცა ქავთარაძემ „იმედის დილის" ეთერში განაცხადა, ამ გამომცემლობებმა მარიკა ბაკურაძესთან 15-წლიანი თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი sms-ით დაასრულეს.

„ეს არის ხალხი და საზოგადოება, რომელიც მუდმივად იშვერს ხელს „იმედისკენ", იმისკენ, რომ ჩვენ არასწორი პროპაგანდა გვაქვს, იმისკენ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ, იმისკენ, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპული გზა და ა.შ. და თვითონ ირჩევენ აი, ამ ფორმას, ამ გზას იმისთვის, რომ თანამშრომლობა შეწყვიტონ ადამიანთან, რომელიც 15 წელია მათ ემსახურება, აკეთებს იმ საქმეს, რომელიც მასაც უყვარს და რომელსაც ყველანი ვხედავდით. ეს იყო სხვადასხვა გამომცემლობის, სხვადასხვა ავტორების წიგნების პრეზენტაციები, რომლებიც ჩვენს ეთერში და არა მხოლოდ „იმედის" ეთერში [გადიოდა]. როგორც წესი, მარიკა ბაკურაძე თანამშრომლობდა ყველა არხთან პროფესიულად და ასრულებდა თავის საქმეს მართლა უმაღლეს დონეზე, იმიტომ, რომ ჩვენ მარიკა ბაკურაძის არაერთი საქმე გვინახავს, რომელსაც ის ხელს ჰკიდებს და მართლა უმაღლეს დონეზე ასრულებს.

რა თქმა უნდა, აქ არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, მარიკა ბაკურაძემაც ისაუბრა ამაზე „ქრონიკაში" და თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის სამსახურიდან დაითხოვეს, არის „იმედში" მისი ყოფნა. მარიკა ბაკურაძე აქაც აკეთებს იმ საქმეს, რომელიც მას ძალიან კარგად გამოსდის", - განაცხადა ქავთარაძემ.

მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის" და „არტანუჯის" თანამშრომელი აღარ არის. ჟურნალისტის თქმით, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×