რეზონანსი
27.03.2023

საზოგადოებას ბოლო დღეებში არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ონკოლოგიურ პრეპარატებზე მაღალი მარჟის გამო.

ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო.

ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”. 

მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ 3-ჯერ გაიზარდა, არამედ მისი ღირებულება შემცირებულია 10%-მდე.

აღნიშნული მედიკამენტის იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 841,47 აშშ დოლარია და ლარში მისი თვითღირებულება იცვლებოდა იმპორტის თარიღის და მიმდინარე კურსის მიხედვით, შესაბამისად მისი თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა 1000 ლარს.

 წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, მარტივია დავინახოთ რომ 1 წლის განმავლობაში კომპანია PSP-მ კონკრეტული ერთი ონკოლოგიური მედიკამენტი სახელმწიფოს 15 616 ლარის ზარალით მიაწოდა.

ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, მომხმარებლის საჭიროებიდან და მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანიას არასდროს შეუჩერებია და არ შეაჩერებს მედიკამენტების შემოტანას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×