რეზონანსი
28.03.2023

ტელეკომპანია "პოსტივი" ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს ცილისწამებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავს არხის საქმიანობაში ხელის შეშლას.

არხი პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილის პოზიციას დისკრიმინაციულს უწოდებს.

"პოსტვ-ს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ქალთა უფლებების დაცვასთან. ამის ნათელი დასტურია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტ საბჭოს წევრის მიერ, პოსტვ-ის ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების დუმილი. ეს არის ორმაგი სტანდარტისა და შერჩევითობის სახიფათო პრეცედენტი.

ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და "პოსტვ-ის" ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია. ის ბოლო დროს, მხოლოდ ომის პარტიის წარმომადგენლების დამცველად გვევლინება. ჩვენ დავინტერესდით კეზერაშვილის დესტრუქციული დავალებების მთავარი შემსრულებლის, დიმიტრი ჩიქოვანისა და ტელეკომპანია "პოსტვ-ის" წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზატორის, თათია სამხარაძის საიდუმლო შეხვედრით. ცხადია, რომ ახლა მიმდინარეობს თათია სამხარაძის ხელმეორედ მსხვერპლად ინტრონიზაციის კამპანია, ამჯერად უკვე პოს ტვ-ის ქალი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების მოტივით. რითაც ცდილობენ დაგვაბულინგონ და ხელი აგვაღებინონ კითხვაზე, რას აკეთებდა თათია სამხარაძე კეზერაშვილის მარჯვენა ხელთან, იმ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში სამი დღისა და ორი ღამის განმავლობაში," - ნათქვამია განცხადებაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×